ავტორი:

"ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს... შიშველი ხელებით შეიარაღებულები გვიცავდნენ ღამე ტყეში, თავიანთი საკვები გაგვინაწილეს” - რას წერს მერაბ ნინიძის ქალიშვილი?

"ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს... შიშველი ხელებით შეიარაღებულები გვიცავდნენ ღამე ტყეში, თავიანთი საკვები გაგვინაწილეს” - რას წერს მერაბ ნინიძის ქალიშვილი?

შოვში მომხდარ მეწყერს ბოლო ინფორმაციით, 15 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები 30-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია სამი ადამიანის ცხედარი. ესენი არიან გიორგი გოგინაშვილი, ნინო კენჭაძე და ალინა პოლიკოვსკაია.

იდენტიფიცირებულია ასევე სალომე ხეთაგურის ცხედარიც, რომელიც შოვში მეგობრებთან, ნინო კენჭაძესთან და გვანცა ბუბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი. გადარჩენილთა შორისაა მსახიობ მერაბ ნინიძის შვილი, მარიამ ნინიძე. ცოტა ხნის წინ, მარიამმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მაშვლებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიჭებს და სასაზღვრო პოლიციას, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ სრულიად სველები, ტალახიანები, ჩვენთან ტყე-ტყე გადმოსულები, შიშველი ხელებით შეიარაღებულები გვიცავდნენ ღამე ტყეში, თავიანთი საკვები გაგვინაწილეს, სანამ ვერტმფრენმა არ მოგვაკითხა.

გთხოვთ, დაუდასტურებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ, გადაამოწმეთ სანდო წყაროსთან. ვისაც თქვენი თვალით არ გინახავთ, იქ რა ხდება, შორიდან მარტივია ლაპარაკი" - წერს მარიამ ნინიძე სოციალურ ქსელში.