საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, მწერალ გიორგი კეკელიძე რაჭის ტრაგედიას ეხმაურება და წერს:
"გლოვას ვერავის დააძალებ, ჭარბი მორალიზმი ხომ მძაგს და მძაგს - ადამიანი უცნაური არსებაა - მეც და შენც, შესაძლოა, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი სხვაგან გაგვექცეს და გაგვაქციოს ფიქრმა - ამიტომაც მძულს ბრძნული მიმთითებლობა, მაგრამ მაშინ, როცა შენს ქვეყანაში ტალახიდან გარდაცვლილი ბავშვები ამოჰყავთ, ისტერიული კურორტული პოზირება და მყვირალა ქეიფების გასაჯაროება, არ მგონია საუკეთესო მაგალითი. შეიძლება ძველმოდურია ჩემი ეს შენიშვნა, მაგრამ მე მაინც ამ მოდის კაცად დარჩენა მირჩევნია" - წერს კეკელიძე.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. გარდაცვლილთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 16-ია.