ავტორი:

"ნახეთ, როგორი ადამიანი დააკლდა დედამიწას, როგორი მოქალაქე - საქართველოს" - რას წერენ სტიქიისას დაღუპულ დავით ბერიაშვილზე

"ნახეთ, როგორი ადამიანი დააკლდა დედამიწას, როგორი მოქალაქე - საქართველოს" - რას წერენ სტიქიისას დაღუპულ დავით ბერიაშვილზე

შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა შორის არის დავით ბერიაშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ახლობლები ავრცელებენ. ბერიაშვილი იქ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი წლის წინ დავითმ, მეგობრებთან ერთად სამაგიდე თამაში შექმნა.

"ერთი წლის წინ დავითმა მეგობრებთან ერთად შექმნა სამაგიდე თამაში "ლეგენდა ქართლოსზე", სადაც ქართული მითოლოგიის პერსონაჟები და სიუჟეტები გააცოცხლეს.თამაშის მასობრივი დაბეჭდვისთვის ქრაუდფანდინგის, სახალხო დაფინანსების ეტაპზე იყვნენ.

გადახედეთ დავითის გვერდს, ნახეთ, როგორი ადამიანი დააკლდა დედამიწას, როგორი მოქალაქე - საქართველოს.. მისი მეგობრები ამბობენ, რომ ყველაფერზე შეეძლო ხუმრობა. მისი ბოლო პოსტი ეძღვნება თავისუფლებას..მშვიდად განისვენე", ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული მეწყერი ჩამოწვა.

ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა. მაშველებმა შეძლეს 210 ადამიანის უვნებლად გამოყვანა. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ძებნისა და სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრელდება.

მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.