ავტორი:

"დივანზე იჯდა და მოულოდნელად თქვა, ქვედა კიდურებს ვერ ვამოძრავებო... წუთებში ზედა კიდურებიც გაეთიშა" - დახმარება ესაჭიროება 13 წლის ბარბარეს, რომელსაც ზურგის ტვინის ანთება დაუდგინდა

"დივანზე იჯდა და მოულოდნელად თქვა, ქვედა კიდურებს ვერ ვამოძრავებო... წუთებში ზედა კიდურებიც გაეთიშა" - დახმარება ესაჭიროება 13 წლის ბარბარეს, რომელსაც ზურგის ტვინის ანთება დაუდგინდა

13 წლის ბარბარე ფიცხელაურს თურქეთის კლინიკაში მიელიტი, ზურგის ტვინის ანთება დაუდგინეს. გოგონას მკურნალობა კლინიკაში უკვე დაწყებულია. ოჯახმა თურქეთის კლინიკაში მისასვლელად, ყველა ფინანსური რესურსი ამ ეტაპისთვის ამოწურა, მკურნალობას კი შესაბამისი თანხა სჭირდება. ბარბარე ფიცხელაურს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

თინათინ შენგელია, ბარბარეს დეიდა:

- ყველაფერი გასულ შაბათს, ასე დაიწყო - ბავშვი დივანზე იჯდა და მოულოდნელად თქვა, ქვედა კიდურებს ვერ ვამოძრავებო. წუთებიც არ იყო გასული, რომ ზედა კიდურებიც გაეთიშა. სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, გზაში ჟანგბადით დახმარება დასჭირდა, რადგან სატურაცია დაეცა. კლინიკაში MRT გადაუღეს და იმ პასუხის მიხედვით ზურგის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს.

- გონება ხომ არ დაუკარგავს?

- არა, გონება სულ ჰქონდა, მაგრამ მას მერე, რაც კისრის ქვემოთ მთელი სხეული გაეთიშა, უკვე თვითონ აძინებენ... აქ ექიმებმა გვითხრეს, რომ სამოქმედო გეგმა არ ჰქონდათ, ახალგაზრდა ორგანიზმია, უნდა დაველოდოთ, როგორ დაძლევს... შეიძლება ასევე დარჩესო, დასჭირდა სასუნთქი აპარატურით დახმარება... ამის მერე დავიწყეთ საზღვარგარეთ კლინიკის მოძიება. ბარბარეს პასუხები თურქეთში გადავაგზავნეთ. აჯიბადემის კლინიკამ დასტური გამოგვიგზავნა, რომ პაციენტს მიიღებდნენ და სასწრაფოდ თურქეთში გადავიყვანეთ. თურქეთში კვლევის საფუძველზე სხვა დიაგნოზი დაუსვეს, ოღონდ, არა MRT-თი. დადგინდა მიელიტი, ზურგის ტვინის ანთება.

- და რამ გამოიწვია?

- აღებულია ნიმუშები და 10 დღეში უნდა იყოს პასუხები... დაიწყეს პლაზმის გადასხმა, ანუ მკურნალობის მეორე დღეა.

ბარბარე ფიცხელაურის დასახმარებლად გახსნილია ანგარიშები:

GE36TB7148745061600013 ელისო შენგელია

GE81BG0000000538755394 თინათინ შენგელია