ავტორი:

კლინიკა, მკურნალობა, მრავალწლიანი ტანჯვა - რა დაემართა ბელა ჰადიდს? მოდელი თავის მდგომარეობაზე წერს

კლინიკა, მკურნალობა, მრავალწლიანი ტანჯვა - რა დაემართა ბელა ჰადიდს? მოდელი თავის მდგომარეობაზე წერს

ამერიკელმა სუპერმოდელმა ბელა ჰადიდმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ლაიმის დაავადების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თაყვანისმცემლებს კარგი ამბავი ახარა - ის საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. მაგრამ 26 წლის ვარსკვლავის გამოჯანმრთელებისკენ გზა ძალიან გრძელი და რთული იყო.

"პატარა მე, რომელიც იტანჯებოდა, ძალიან ამაყი იქნებოდა გაზრდილი მე-თი, რადგან არ დავნებდი", - წერს ჰადიდი.

მოდელმა მადლობა გადაუხადა დედას, იოლანდას, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მის გვერდით იყო, ეხმარებოდა, მხარს უჭერდა და სჯეროდა მისი.

"ამ მდგომარეობაში ცხოვრება ძალიან რთული იყო, ყველაფერი დროთა განმავლობაში უარესდებოდა. ვიბრძოდი იმისთვის, რომ მე, ჩემს ოჯახსა და ხალხს, ვინც მხარს მიჭერდა, ეამაყათ. ჩემზე ამან ისე იმოქმედა, ახსნაც ნამდვილად არ შემიძლია. ავადმყოფობისა ყველაზე მეტი საჩუქრების/პრივილეგიების/შესაძლებლობის/სიყვარულის ქონა ჩემთვის ალბათ ყველაზე დამაბნეველი იყო. რა შემიძლია გითხრათ:

1: კარგად ვარ, არ ინერვიულოთ და

2. მე არაფერს შევცვლიდი სამყაროში. კიდევ ერთხელ რომ მომიწიოს ამ ყველაფრის გავლა, აქ მოხვედრა, ზუსტად ამ მომენტში, რომელშიც ახლა ვარ, ყველა თქვენგანთან ერთად, საბოლოო გამოჯანმრთელებისთვის, ისევ გავაკეთებდი ყველაფერს თავიდან. ამან გამხადა ის, ვინც დღეს ვარ.

ბელა დარწმუნებულია, რომ ტანჯვა აუმჯობესებს ადამიანს.

"ლაიმის დაავადებასთან ბრძოლის ეს 100+ დღე, მკურნალობა, თითქმის 15-წლიანი უხილავი ტანჯვა, ეს ყველაფერი ამად ღირდა, თუ ღვთის ნებით შემიძლია მთელი ცხოვრება სიყვარულის გავრცელება. რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო ეს გამოცდილება, ჩემი ცხოვრება ახლა სავსეა ახალი მეგობრებით, ახალი ხედვებით და ახალი გონებით", - წერს სუპერმოდელი.

ჰადიდის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი სამედიცინო დოკუმენტი 2014 წლით თარიღდება. იმ დროს 17 წლის გოგონა უჩიოდა დაღლილობას, დეპრესიას, მეხსიერების, ყურადღების და ძილის პრობლემებს, სინათლისადმი გადაჭარბებულ მგრძნობელობას, კუნთების, სახსრებისა და ლიმფური კვანძების ტკივილს და ა.შ.

თანამედროვე მოდის ყველაზე გამორჩეული სახე საჯაროდ ბოლო თვეებია აღარ ჩნდებოდა. ყვითელი პრესა იმასაც წერდა, რომ ბელა მეგობარ ბიჭს, მარკ კალმენს დაშორდა. თუმცა მოდელის გაუჩინარების ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. გამოცემები წერდნენ, რომ ბელა ჰადიდი ლაიმის დაავადების გამო ინტენსიურ მედიკამენტურ მკურნალობას გადიოდა.

კიდევ ერთი ვერსიით, მოდელი ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო სარეაბილიტაციო კლინიკაში იმყოფებოდა.