ავტორი:

"უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს" - სალომე ზურაბიშვილი

"უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს" - სალომე ზურაბიშვილი

"უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მანამდე იმყოფებოდა სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც შოვის სტიქიისა და აგვისტოს ომში დაღუპულთათვის ლოცვა შესრულდა.

"ახლა მოვდივარ სვეტიცხოვლიდან, სადაც პანაშვიდი იქნა გადახდილი რაჭაში გარდაცვლილი ადამიანებისთვის, ხოლო მათთვის, ვინც ჯერ შეიძლება კიდევ ცოცხლები არიან, იყო ლოცვა, რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და ამავდროულად 2008 წლის ომში საქართველოსთვის დაღუპულთათვის.

ჩვენ გვებრძვის მტერი, ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანობა. ასევე, განრისხებული ბუნებაც გვებრძვის და მის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება. ისეთი განცხადებები ისმის - სოციალურ ქსელში დაწერილი, თუ წამოძახილი, რაც ჩემთვის მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მიუღებელია ქართველისთვის და საქართველოსთვის. ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, რისთვისაც იბრძოდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქ განისვენებენ, თუ სახელმწიფო გინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.