ავტორი:

"ხერხდება, რომ წლის ბოლოს, დაახლოებით დეკემბერში, ერთი ახალი ვერტმფრენი მოგვაწოდონ" - თემურ მღებრიშვილი

"ხერხდება, რომ წლის ბოლოს, დაახლოებით დეკემბერში, ერთი ახალი ვერტმფრენი მოგვაწოდონ" - თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მომწოდებელ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ ქვეყანა ერთ ახალ ვერტმფრენს მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს.

ამასთან, მღებრიშვილის თქმით, სრული პასუხისმგებლობთ აცხადებს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში ყველა ღონისძიება 100 პროცენტით არის შესრულებული.

"კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ვერტმფრენს რაც უნდა გაეკეთებინა და ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შეგვესრულებინა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 100 პროცენტით არის შესრულებული ყველა ღონისძიება.

გარდა ამისა, მინდა დავამატო, რომ ის ვერტმფრენები, რომელთა შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, აქტიური კომუნიკაციით მომწოდებელ კომპანიასთან და ქვეყანასთან, გადაწყდა და ხერხდება, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება, დაახლოებით დეკემბრის თვეში. ეს საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარდება“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.