ავტორი:

"რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

"რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ამ პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერას განაგრძობს.

"ვფიქრობ, გარკვევით განვაცხადეთ სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ის, რასაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაცხადებთ, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. გავაგრძელებთ, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ამ პოლიტიკის მიმართ", - აღნიშნა მეთიუ მილერმა.