3 აგვისტოს რაჭაში მომხდარ ტრაგედიის დროს დაკარგულებს შორის იყო სოფელ გლოლის მკვიდრი გენადი სულთანიშვილი, რომელიც ტრაგედიის დროს კოტეჯების სიახლოვეს იმყოფებოდა.
დღეს კი მისი სიძე, მამუკა ცერცვაძე წერს, რომ ოჯახი ადასტურებს სულთანიშვილის დაღუპვის ფაქტს. მამუკა ცერცვაძე ინფორმაციას რაჭის ჯგუფში აქვეყნებს.
"ოჯახი ვადასტურებთ გენო(გენადი) სულთანიშვილის დაღუპვის ფაქტს პროზექტურაში ამოვიცანით მიცვალებულის დასახიჩრებული ცხედარი. შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი", - წერს მამუკა ცერცვაძე.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხოდ გამოყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი. ბოლო ინფორმაციით მაშველები კიდევ 13 დაკარგულს ეძებენ.