ავტორი:

"შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა. რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის..." - რა განცხადებას აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი

"შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა. რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის..." - რა განცხადებას აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება. როგორც სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა, თუმცა გარკვეული პირობების დაკმაყოფილების ხარჯზე.

"ჩემი პასუხი ივანიშვილის მოლაპარაკე თავებს!

შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა. რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის:

1. აჭარაში ასლანი დაგვეტოვებინა და ხელი აგვეღო ბათუმის განვითარებაზე;

2. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები უნდა დაგვენიშნა, როგორც ამას პირდაპირ მთხოვდა პუტინი;

3.არ უნდა შევბრძოლებოდით კორუფციას, რადგან ძირითადად მათ ეყრდნობოდა რუსული გავლენა საქართველოში;

4.არ უნდა გაგვეტარებინა არცერთი რეფორმა, ვინაიდან რეფორმებს რუსეთი განიხილავს საშიშ პრეცედენტებად;

5.არ უნდა გვევლო ევროკავშირისა და ნატოსკენ;

6.არ უნდა გვეთქვა უარი ენერგეტიკაში რუსულ სქემებზე და შესაბამისად, სიბნელეში დაგვეტოვებინა საქართველო;

7.არ უნდა შეგვექმნა ქართული არმია და სამხედრო წარმოება. ერთი სიტყვით, დავჩენილიყავით ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა და რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.