ყაჩაღობა სოფელ ლიაში - "გალფის" ბენზინგასამართი სადგური, სავარაუდოდ, გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა დააყაჩაღა

ყაჩაღობა სოფელ ლიაში - "გალფის" ბენზინგასამართი სადგური, სავარაუდოდ, გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა დააყაჩაღა

წუხელ გვიან ღამით, სოფელ ლიაში "გალფის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. სამართალდამცველებმა ვასილ დათებაშვილი დააკავეს, მას პროკურატურა ყაჩაღობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

ტელეკომპანია "მთავარი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებული გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელია. მათივე ცნობით, ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა მძევლად აიყვანა ოპერატორი, რომელსაც თანხას სთხოვდა. თანამშრომელი ამბობდა, რომ ფული მენეჯერის ოთახში მდგარ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში ჰქონდა ჩარიცხული და ქვითარს უჩვენებდა. დათებაშვილი აპარატის გასაღებს ითხოვდა. საბოლოოდ, მან თანხის აღება ვერ შეძლო, ტანსაცმელი გამოიცვალა და სამუშაო ადგილზე დაბრუნდა. ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებულმა შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე "ონლაინ კაზინოში" 20 000 დოლარი წააგო.

ambebi.ge - ს შსს-მ დაუდასტურა ინფორმაცია. როგორც უწყებაში გვითხრეს, ბრალდებულის მიმართ სს საქმე 179-ე (ყაჩაღობის) და 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებითაა აღძრული.