ავტორი:

"სტიქიის შემდეგ დამონტაჟებული არცერთი ხიდი წყალს არ წაუღია" - ქარსელაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

"სტიქიის შემდეგ დამონტაჟებული არცერთი ხიდი წყალს არ წაუღია" - ქარსელაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვში სტიქიის შემდეგ დამონტაჟებული არცერთი ხიდი წყალს არ წაუღია.

როგორც ქარსელაძემ განაცხადა, რამდენიმე მედიასაშუალეაბით ინფორმაცია გავრცელდა, რაც რეალობას არ შეესაბამება.

მინისტრის განცხადებით, ორივე ხიდი, რომელიც სტიქიის დროს წყალმა წაიღო, აღდგენილია.

„რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც შეუსაბამოა რეალობასთან. კიდევ ერთხელ განვმარტავ: ორი ხიდი იყო წაღებული. ერთი დამონტაჟდა მანამდე, ხოლო მეორე დღეს დამონტაჟდა. სტიქიის შემდეგ დამონტაჟებული არცერთი ხიდი წყალს არ წაუღია. შესაბამისად, ორი წაღებული ხიდიდან ორივე აღდგენილია. აი ეს არის მთელი ინფორმაცია, ზუსტად იგივე რაც მანამდე გითხარით", - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტიქიის პირველივე დღეს განაცხადა, რომ სტიქიამ წაიღო ორი ხიდი.

ერთი ხიდი, რომელიც უშუალოდ სტიქიის ზონასთან იყო მისასვლელი და მისი აღდგენა პრიორიტეტს წარმოადგენდა, რის გამოც ის რამდენიმე დღის წინ დამონტაჟდა. დღეს კი დაიწყო მეორე დროებითი ხიდის მოწყობა, რომელიც არ არის უშუალოდ სტიქიის ზონასთან.

"სტიქიის დროს, 3 აგვისტოს, ორი ხიდი წაიღო წყალმა. ერთი ხიდი, რომელიც სტიქიის ეპიცენტრს უკავშირდება, მოეწყო და დამონტაჟდა სტიქიიდან მალევე (5 აგვისტოს), რომლის გამოყენებითაც ჩვენი მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გადაადგილდება სტიქიის დიდი არეალის დასაფარად. ხოლო მეორე ხიდი, მდინარე ჭანჭახზე, ასევე, იყო დროებითი ხიდი, რომელიც სტიქიისას მდინარემ წაიღო. ანუ ორი ხიდი იყო წაღებული, ერთი მოვაწყვეთ რამდენიმე დღის წინ, ხოლო ეს მეორე დროებითი ხიდი, ამოვიღეთ მდინარიდან, მოვახდინეთ მისი შესწავლა-შეფასება, შეიძლებოდა თუ არა მისი ხელმეორედ გამოყენება. დადგინდა, რომ არ შეიძლებოდა, მოვიტანეთ ახალი ხიდი, რომელიც დამონტაჟდა იმავე ადგილას", - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.