ავტორი:

"ამ ადგილას არის დატბორვის დიდი საფრთხე, იქვე მეორე ფერდი კი "ფეთქებადსაშიშია" - რა ფოტოს აქვეყნებს ნიკა მელია ჟვანიას ქუჩიდან?

"ამ ადგილას არის დატბორვის დიდი საფრთხე, იქვე მეორე ფერდი კი "ფეთქებადსაშიშია" - რა ფოტოს აქვეყნებს ნიკა მელია ჟვანიას ქუჩიდან?

"ნაციონალური მოძრაობის“ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე აშემენებული კორპუსის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"ასეთ "განაშენიანებას" ყველა მარტივად დავინახავთ, თბილისს თუ ზემოდან გამოვხედავთ.... გუშინ ეს ფოტო პირადად გადავიღე, ფოტოზეა ჟვანიას ქუჩაზე აშემენებული ე.წ. პროკურორების კორპუსი.

კორპუსი რომელიც აქ რატომ "ამოვიდა" გაუგებარია...

ამ ადგილას არის დატბორვის დიდი საფრთხე, იქვე მეორე ფერდი კი "ფეთქებადსაშიშია"

სტიქიას შეიძლება წინ ვერაფერი აღუდგება - განაშენიანება კი დაგეგმვადია..." - წერს მელია.