გამოტანილია სატელიტური მონაცემები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისგან, გაეროს შესაბამისი ინსტიტუტებისგან მივიღეთ. ეს მონაცემები ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ხეობაში სტიქიის განვითარებამდე წყლის მასების დაგუბებას ადგილი არ ჰქონდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე მოვლენათა ერთობლიობა ერთმანეთს დაემთხვა და საბოლოო ჯამში გამოიწვია სტიქიის ის მასშტაბი, რაც მოხდა შოვში.
"კიდევ ერთხელ მინდა მოვუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. უმძიმეს ტრაგედიასთან გვაქვს საქმე და ის შედეგები, რასაც ვხედავთ არის უმძიმესი.
ჩვენ გვესმის, რომ ამ მოვლენების ფონზე დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, განსაკუთრებით, დიდი ინტერესი არსებობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით. პირველად დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
დღეს ჩვენ გვინდა საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც კიდევ ერთხელ ამყარებს იმ მოცემულობას, რაც პირველად დასკვნაში იყო მოცემული.
მოქალაქეებისთვის გასაგები, რომ იყოს, დაახლოებით ნახევარი მილიონი კუბური კლდე - ზვაური მასა მოწყდა ბუბისწყლის ხეობიდან, რომელიც 1.5 ჰექტარ ფართობზე იყო გაშლილი. დაახლოებით, 62 ჰექტარი ყინულოვანი მასა წამოიღო ამ მოწყვეტის შედეგად და გამოიარა მთლიანად ეს ხეობა ძალიან დიდი სისწრაფით.
გამოტანილია სატელიტური მონაცემები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისგან, გაეროს შესაბამისი ინსტიტუტებისგან მივიღეთ. ეს მონაცემები ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ხეობაში სტიქიის განვითარებამდე წყლის მასების დაგუბებას ადგილი არ ჰქონდა. არც სტიქიამდე და არც სტიქიის პროცესში არ ფიქსირდებოდა წყლის დონის კლება.
სატელიტური მონაცემებში ჩანს, რომ არ იყო წყლის მასის და ტბის დაგუბება, ეს იყო კლდეზვაური მასის მყისიერი ჩამოშლა, ნახევარი მილიონი კუბური მასა დაეჯახა მყინვარულ მასას, რის გამოც გარღვევა მოხდა და ჩამოიტანა კურორტ შოვში, უმოკლეს ვადებში.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთ სტიქიური მოვლენის განვითარებასთან საქმე გვაქვს კომპლექსურ პროცესებთან. რამდენიმე მოვლენათა ერთობლიობა ერთმანეთს დაემთხვა და საბოლოო ჯამში მივიღეთ სტიქიის ის მასშტაბი, რაც ერთად ვნახეთ“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.