ავტორი:

ასლან ბჟანია მოსკოვში "სამუშაო ვიზიტის" დროს საავადმყოფოში გადაიყვანეს

ასლან ბჟანია მოსკოვში "სამუშაო ვიზიტის" დროს საავადმყოფოში გადაიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერს, ასლან ბჟანიას, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში "სამუშაო ვიზიტის" დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, - ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბჟანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და აუცილებელი გამოკვლევა უტარდება.

წინასწარი მონაცემებით, მას შარდკენჭოვანი დაავადება გაუმწვავდა.