ავტორი:

მრავალმილიონიანი სასახლე, რომლისთვისაც კეტი პერი და მისი საქმრო ორლანდო ბლუმი 3 წელია 83 წლის ვეტერანთან სასამართლოში დავობენ (ფოტოები)

მრავალმილიონიანი სასახლე, რომლისთვისაც კეტი პერი და მისი საქმრო ორლანდო ბლუმი 3 წელია 83 წლის ვეტერანთან სასამართლოში დავობენ (ფოტოები)

კეტი პერი და მისი საქმრო ორლანდო ბლუმი სამწლიან სასამართლო პროცესში არიან ჩართულები. წყვილი მონტესიტოში, კალიფორნიაში მდებარე სასახლის გამო იბრძვის, რომელიც მათ 2021 წელს 14.2 მილიონ დოლარად შეიძინეს. პერი და ბლუმი მოხუც ვეტერანს, კარლ ვესტკოტს უზარმაზარი სასახლისთვის ედავებიან, რომელშიც 8 საძინებელი და 12 სველი წერტილია.

Daily Mail-მა გამოიკვლია, რომ 83 წლის კარლ ვესტკოტი თავის მდიდრულ სახლში ორი თვის შესახლებული იყო, როცა ვარსკვლავურმა წყვილმა მისგან უძრავი ქონება შეიძინა. სასამართლო დოკუმენტებში ვესტკოტი ამტკიცებს, რომ 2020 წლის 14 ივლისს, როცა მისი სახლის გაყიდვის კონტრაქტი გაფორმდა, მისთვის "გაუგებარი იყო კონტრაქტის ბუნება და სავარაუდო შედეგები".

ვესტკოტმა, რომელიც აშშ-ს არმიაში მსახურობდა," სახლი 2020 წლის 29 მაისს შეიძინა იმ იმედით, რომ სიცოცხლის ბოლომდე იქ იცხოვრებდა," - ნათქვამია სასამართლოს დოკუმენტებში.

კარლ ვესტკოტი ოჯახთან ერთად

მოხუცი ამტკიცებს, რომ მას ასაკისთვის თანმდევი ჰანტინგტონის დაავადება (თავის ტვინის დაავადება) აქვს და კონტრაქტის დადებამდე მას ექვსსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც გავლენა იქონია მის გონებრივ შესაძლებლობებზე. მისი თქმით, სახლის გაყიდვის დოკუმენტებზე თანხმობის მიცემისას ის საღ აზრზე არ იმყოფებოდა, რადგან ოპერაციის შემდგომ ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების ზემოქმედების ქვეშ იყო.

კონტრაქტზე ხელმოწერიდან დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, 2020 წლის 22 ივლისს, ვესტკოტმა განაცხადა, რომ ის ისევ საღ გონებაზე იყო, რადგან მისი სხეულიდან უკვე გაიდევნა ოპერაციისთვის მიღებული ოპიატები. კაცმა უძრავი ქონების სააგენტოს წერილი მისწერა, რომელშიც ამბობდა, რომ სახლის გაყიდვა აღარ სურდა.

საპასუხოდ, პერიმ და ბლუმმა მისწერეს ვესტკოტს, თუ როგორ მოსწონდათ 8.9 ჰექტარ მიწაზე გაშენებული ქონება და იმაზე მეტის გადახდა შესთავაზეს, ვიდრე თავდაპირველად შეთანხმდნენ. პასუხად, ვესტკოტმა თქვა, რომ მათ შემოთავაზებას აფასებდა, მაგრამ "სიცოცხლის ბოლო წლების გატარება თავის სახლში სურდა და მას ვერ გაყიდდა."

მომღერლის აგენტებმა არ გაითვალისწინეს ვესტკოტის თხოვნა გარიგების გაუქმების შესახებ და ჩივილით დაემუქრნენ, თუ წყვილს ბინას საბოლოოდ არ გადაუფორმებდა. სამწუხაროდ, მხარეები ერთმანეთთან ვერ მორიგდნენ, რასაც 3-წლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვა.

სავარაუდოდ, თვის ბოლოს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე გაირკვევა რა ბედი ეწევა ვესტკოტის სასახლეს.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა