Starring Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ერთ-ერთი სტუმარი VR HOLDING-ისგან საჩუქრად ბინას მიიღებს

Starring Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ერთ-ერთი სტუმარი VR HOLDING-ისგან საჩუქრად ბინას მიიღებს

7 ოქტომბერს, Starring Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ერთ-ერთი სტუმარი ბინის მფლობელი გახდება. გათამაშების პირობები მარტივია, გამარჯვებულს კი საცხოვრებელ კომპლექსში VR SHEKVETILI FOREST BEACH ბინას VR HOLDING გადასცემს.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც STARRING GEORGIA – ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებიდან ერთ-ერთს დაესწრება. მონაწილეობის მსურველმა ღონისძიების განმავლობაში VR HOLDING-ის ფოტო სივრცეში ფოტო უნდა გადაიღოს. ღონისძიების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში კი VR HOLDING-ის ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაცია გაიაროს.

აღსანიშნავია, რომ ერთ ადამიანს გათამაშებაში მონაწილეობა იმდენჯერ შეუძლია, რამდენ ღონისძიებასაც დაესწრება. ეს კი მოგების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

Starring Georgia-ის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:

რაც შეეხება VR Shekvetili Forest Beach-ს, ის სასტუმრო „პარაგრაფის“ მომიჯნავედ 40 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება. ბუნების 4 მაცოცხლებელი ელემენტი და მსოფლიოს უახლესი არქიტექტურის სინთეზი რეგიონში მიზიდულობის ახალ ეპიცენტრს გააჩენს.

პროექტის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა მოიცავს: ყვითელი ქვიშის სანაპირო აუზებს, ღია და დახურულ სპორტულ მოედნებს, კონცეპტუალურ რესტორნებს, საკონცერტო და გასართობ სივრცეებს, ადგილზე დახურული აკვაპარკი, სპა და ველნეს ცენტრიც მოეწყობა.

შეგახსენებთ, რომ გათამაშება 7 ოქტომბერს გაიმართება.

R