ავტორი:

"ჩეხი მზარეული, რომელიც შოვის სტიქიისას გადარჩა და მაშველებმა გამოიყვანეს, ადგილზე დარჩენილა და 400 კაცისთვის კერძებს ამზადებს" - რა ინფორმაცია ვრცელდება გადარჩენილზე

"ჩეხი მზარეული, რომელიც შოვის სტიქიისას  გადარჩა და მაშველებმა გამოიყვანეს, ადგილზე დარჩენილა და 400 კაცისთვის კერძებს ამზადებს" - რა ინფორმაცია ვრცელდება გადარჩენილზე

რაჭის ჯგუფში სოციალური ქსელის მომხმარებელი, სახელით Sal Lien აქვეყნებს პოსტს და წერს, რომ შოვის სტიქიას ჩეხი მზარეული ოჯახთან ერთად გადაურჩა.

ის მაშველებმა გამოიყვანეს, ხოლო მადლიერების ნიშნად, შოვში დარჩა და ყოველ დღე კერძებს ამზადებს სტიქიის ზონაში მომუშავე ადამიანებისთვის.

"ეს მიხალ ბარტაკია, ჩეხი მზარეული, რომელიც შოვის სტიქიის პირველ დღეს გადარჩა და მაშველებმა გამოიყვანეს.

მადლიერების ნიშნად, ეს მაგარი ჩეხი კაცი ადგილზე დარჩენილა და 400 კაცისთვის (მაშველები, პოლიციელები, სასწრაფოა ეკიპაჟები, მოხალისეები, მედია) დღეში ორჯერ კერძებს ამზადებსო.

მადლიერებასა და სოლიდარობაზე მაგარი არაფერია. სიკეთის ძალა უდიდესია. გაგიმარჯოს, ჩეხო ძმაო", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.