ავტორი:

მასშტაბური ხანძარი მოსკოვის მახლობლად, ქალაქ ოდინცოვოში - "ტელეგრამში" გავრცელდა ფოტოები, რომელშიც ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსების თავზე ჩანს

მასშტაბური ხანძარი მოსკოვის მახლობლად, ქალაქ ოდინცოვოში - "ტელეგრამში" გავრცელდა ფოტოები, რომელშიც ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსების თავზე ჩანს

რუსული მედიის ცნობით, წუხელ, მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ოდინცოვოს საწყობში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მოსკოვის რეგიონის განყოფილების წარმომადგენლის თქმით, ცეცხლი 2 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

"ტელეგრამარხებზე" გავრცელდა ფოტოები, რომლეშიც ჩანს დიდი ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსების თავზე.

ამასთანავე, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოთხშაბათ ღამით ჩამოაგდეს ორი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც მოსკოვთან მიახლოებას ცდილობდნენ. ერთი მათგანი - ოდინცოვოს ოლქში, მეორე კი - კალუგის რეგიონში.

წყარო