ავტორი:

ჰავაიზე კვლავ ებრძვიან ტყის ხანძარს - დაღუპულია 53 ადამიანი

ჰავაიზე კვლავ ებრძვიან ტყის ხანძარს - დაღუპულია 53 ადამიანი

ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვალების კიდევ 17 ფაქტი დადასტურდა და დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა.

ჰავაის გუბერნატორის ჯოშ გრინის განცხადებით, ხანძრის შედეგად 1 700-მდე შენობა განადგურდა, ასევე განადგურებულია ისტორიულ ქალაქ ლაჰაინას 80%.

გუბერნატორი ტყის ხანძრებს ჰავაის შტატის ისტორიაში ყველაზე დიდ ბუნებრივ კატასტროფას უწოდებს და აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

შეგახსენებთ, ჰავაის კუნძულ მაუიზე ძლიერ ტყის ხანძარს რამდენიმე დღეა ებრძვიან. კუნძულიდან, რომელიც მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილია, ევაკუირებულია 11 400 ადამიანი, კიდევ ათასობით მოქალაქე კი ევაკუაციის მოლოდინშია.