ავტორი:

"აღარც სასწაულია და არც არაფერი. დღეს ორივე მიგვყავს სახლში" - ცნობილი ხდება, რომ გიორგი ყარალაშვილის შემდეგ, მისი დის სოფო ყარალაშვილის ცხედარიც იდენტიფიცირებულია

"აღარც სასწაულია და არც არაფერი. დღეს ორივე მიგვყავს სახლში" - ცნობილი ხდება, რომ გიორგი ყარალაშვილის შემდეგ, მისი დის სოფო ყარალაშვილის ცხედარიც იდენტიფიცირებულია

ცნობილი ხდება, რომ გიორგი ყარალაშვილის შემდეგ, მისი დის სოფო ყარალაშვილის ცხედარიც იდენტიფიცირებულია.

"რუსთავი 2" - ის ცნობით, ამის შესახებ გოგონას მამიდა აცხადებს:

"აღარც სასწაულია და არც არაფერი. დღეს ორივე მიგვყავს თავის სახლში, სოფოც აღარ გვყავს“.

და-ძმა სოფო და გიორგი ყარალაშვილები, 3 აგვისტოს შოვის სტიქიას მეგობარ დავით ბერიაშვილთან ერთად ემსხვერპლნენ.

სოფო ყარალაშვილი, წარჩინებული მოსწავლე იყო. მან 2018 წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100 %-იანი საგრანტო დაფინანსება მოიპოვა.

მოგვიანებით, მან ასევე წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწავლის გაგრძელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში წელს გეგმავდა, ძმა კი საფრანგეთის სორობონას უნივერსიტეტში აპირებდა სწავლას.

არსებული ინფორმაციით, და-ძმას მშობლიურ წნორში დაკრძალავენ.