ავტორი:

ფოტოები ონის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრიდან, სადაც მეგი და გიგი გუტაშვილების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

ფოტოები ონის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრიდან, სადაც მეგი და გიგი გუტაშვილების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

ონში დღეს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში შოვის ტრაგედიისას დაღუპული და-ძმის მეგი და გიგი გუტაშვილების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, სადაც გარდაცვლილის ნათესავები, მეგობრები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, უახლოესი ადამიანები მივიდნენ და პატივი მიაგეს. და-ძმა გუტაშვილები დღეს ონში სოფელ გლოლას საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

სტიქიისას გარდაცვლილებს შორის არიან და-ძმა გუტაშვილები - "მეგი მუდმივად ახალგაზრდების განვითარებაზე და დახმარებაზე ზრუნავდა"

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ 9 ადამიანს.