სტიქიით დაღუპულთა შორის კიდევ ერთი პირია იდენტიფიცირებული და ის სოფელ გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძეა.
სოფო მარტოხელა დედა იყო, მას 4 წლის შვილი, ლუსი დარჩა. ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა
"სოფო ბაკურაძე, 23 წლის. მუშაობდა შოვში, ცხოვრობდა გლოლაში მშობლებთან, დედმამიშვილთან და თავის ლუსისთან [შვილი] ერთად. ბავშვს მარტო ზრდიდა, მარტოხელა დედა იყო. ყოველ ზაფხულს დადიოდა შოვში, დამლაგებლად მუშაობდა. 3 აგვისტოს, დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, მას შემდეგ არ გვინახავს. ცხედარს ვეძებდით. ამოცნობაზე ვიყავით წასული და ამოვიცანით. გუშინ მოხდა გადმოსვენება. ეს დღეები დნმ-ის პასუხს ველოდებოდით. დაკრძალვა სამშაბათს არის. ბავშვი ისევ ონში იმყოფება, ახლობლებთან, რომ ეს სტრესი არ მიიღოს. ისევ სჯერა, რომ დედამისი წასულია კანფეტზე და მოუტანს“, - განაცხადა თინათინ იჩკიტიძემ.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხოდ გამოიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის 24 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
"ლუსის ისევ სჯერა, რომ დედამისი წასულია კანფეტზე და მოუტანს" - რას ამბობს შოვის ტრაგედიისას დაღუპული 23 წლის სოფო ბაკურაძის ახლობელი