ავტორი:

ჩინეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

ჩინეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ სიანში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, 6 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული და განადგურებული გზები, სახლები და ინფრასტრუქტურა.

ჩინეთი ტაიფუნ "ხანუნისგან" გამოწვეულ მეწყერს ებრძვის. ჩინეთის წყალდიდობის კონტროლის შტაბმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ კვირას სპეციალური შეხვედრა გამართეს, რათა წყალდიდობის პრევენციასა და დაზარალებულ პროვინციებში - ლიაონინში, შენსიში, ტიანძინსა და ჩუნცინში -საგანგებო რეაგირების ზომებთან დაკავშირებული საკითხები განეხილათ.