ავტორი:

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა - ოდესასა და ზაპოროჟიეში აფეთქებების ხმა ისმოდა

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა - ოდესასა და ზაპოროჟიეში აფეთქებების ხმა ისმოდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, განგაშის რუკაზე „გაწითლდა“ კიევის, სუმის, პოლტავის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ხერსონისა და ოდესის ოლქები.

მედიის ინფორმაციით, ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია სამი დაშავებულის შესახებ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის გამო ქალაქში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა და შენობების ფანჯრები დაზიანდა.

აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეშიც. საჰაერო ძალების განცხადებით, ოლქში ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის საფრთხე არსებობდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა უკრაინელებს მოუწოდა, საჰაერო განგაში არ უგულებელყონ და არ გადაიღონ და გაავრცელონ საჰაერო თავდაცვის მუშაობის პროცესი.