ავტორი:

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოდესაზე რუსების სამი შეტევა მოიგერიეს, განადგურებულია 15 დრონი და 8 რაკეტა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოდესაზე რუსების სამი შეტევა მოიგერიეს, განადგურებულია 15 დრონი და 8 რაკეტა

რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესას სამჯერ შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს და 15 დრონი და "კალიბრის" ტიპის 8 რაკეტა ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

"მტერმა ღამით სამჯერ შეუტია ოდესის ოლქს, გამოიყენა დრონების ორი ტალღა, სულ 15 ცალი და "კალიბრის" ტიპის საზღვაო ბაზირების 8 რაკეტა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს", - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის ძალებში.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების ჩამოგდების შედეგად, ნამსხვრევებით დაზიანდა ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელი და სუპერმარკეტი, დაშავდა სამი ადამიანი. ასევე, აფეთქების ტალღის შედეგად რამდენიმე კორპუსის მინები და აივნები, ასევე ავტომობილები დაზიანდა.