ავტორი:

ტაიფუნი, უხვი ნალექი და მეწყერი - ჩინეთში სტიქიას ებრძვიან (ფოტოები)

ტაიფუნი, უხვი ნალექი და მეწყერი - ჩინეთში სტიქიას ებრძვიან (ფოტოები)

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ სიანში მეწყრის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანო აქვეყნებს. მათივე თქმით, უხვი ნალექი ტაიფუნმა "ხანუნმა“ გამოიწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ იაპონიასა და სამხრეთ კორეას დაატყდა თავს.

CCTV-მ განაცხადა, რომ წვიმა დატბორვის რისკებს უქმნის დაბალ ქალაქებს, მათ შორის ანშასს, საიდანაც 17 859 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ კვირას სპეციალური შეხვედრა გამართა, რათა განეხილათ წყალდიდობის პრევენცია და საგანგებო რეაგირების ზომები მძიმედ დაზარალებულ პროვინციებში.