მარტყოფის მამათა მონასტრის მოძღვარი მამა ბენიამინი ქადაგებისას შოვში 3 აგვისტოს მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და განაცახდა, რომ ეს ყველაფერი ღვთის ნებით კი არა, ადამიანების დაუდევრობით მოხდა.
"ზოგიერთი მოძღვარი ამბობს, რომ ცოდვების გამო მოხდაო. ის, რაც რაჭაში მოხდა, ცოდვების გამო კი არ მოხდა, იმის გამო მოხდა, რომ კომუნისტების დროს რაღაცას რომ აშენებდნენ, ყველაფერს ითვალისწინებდნენ. იყო გეოლოგიური გათხრები, იქ აეშენებინათ თუ არა რამე.
ახლა კი ყველაფერი მიშვებულია, იმიტომ ხდება ზოგჯერ... ყველაფერი იმიტომ კი არ ხდება, რომ ღმერთს უნდა..."
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ დავით ისაკაძის მიმართვა, რომელმაც შოვში მომხდარი სტიქია ერთი წლის წინ შოვში ჩატარებულ მთის ფესტივალს დაუკავშირა. როგორც მან განაცხადა, ფესტივალის 3 დღის განმავლობაში "ეს წმინდა ადგილი წაბილწეს და იქაურობა პირდაპირ დაისაჯა“.
მოგვიანებით საქართველოს საპატრიარქო შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებთან დაკავშირებით დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა მოძღვრების განცხადებებს გაემიჯნა.
წაიკითხეთ ასევე: