ავტორი:

13 წლის უაიტი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მას მერე, რაც გრანდ კანიონში 30 მეტრის სიმაღლიდან გადაიჩეხა

13 წლის უაიტი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მას მერე, რაც გრანდ კანიონში 30 მეტრის სიმაღლიდან გადაიჩეხა

აშშ-ის არიზონას შტატში, გრანდ კანიონში (დიდ კანიონში), 13 წლის უაიტ კაუფმანი 30 მ სიმაღლიდან გადავარდა.

სამაშველო ეკიპაჟმა ბიჭის კანიონიდან ამოყვანა ორი საათის შემდეგ მოახერხა. ის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ერთ მომენტში ქვას მივეყრდენი, რათა ტურისტებისთვის ფოტოების გადაღებაში ხელი არ შემეშალა, რა დროსაც ხელი დამიცდა და თავის შეკავება ვეღარ მოვახერხე... ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს. საწრაფო დახმარების მანქანაში გამოვფხიზლდი, “, - განუცხადა უაიტმა ადგილობრივ ტელევიზიას.

დაცემის შედეგად ბიჭმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, მათ შორის, ხერხემლისა და ხელის მოტეხილობა, გახეთქილი აქვს ელენთა და აღენიშნება პნევმოთორაქსი.