ავტორი:

"ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი... ასეთ რაღაცებზე საუბარი სრულიად უადგილოა" - კობახიძე გომელაურის შესაძლო მოხსნაზე

"ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი... ასეთ რაღაცებზე საუბარი სრულიად უადგილოა" - კობახიძე გომელაურის შესაძლო მოხსნაზე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც: "ახლა გომელაურზე დარტყმის ვექტორის გადატანა, რომელიც შესაძლებელია მისი გადადგომით დასრულდეს, არის სისტემის ინტერესებში… რომელიც “წარმატებით” შეახოცავს ხელს მორიგ “განტევების ვაცს” და ამით დაასრულებს ამ თემას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რომ მხოლოდ ე.წ. ექსპერტებმა შეიძლება განავითარონ ასეთი აზრები.

"ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, რომელმაც ეს დაამტკიცა სხვადასხვა ტიპის ვითარებაში სხვადასხვა დროს არაერთგზის აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. თქვენ იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო სრულად მობილიზებული, მათ შორის სამაშველო სამსახური იყო სრულად მობილიზებული, რაც არის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უშუალო ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის დამსახურება, აქედან გამომდინარე, ასეთ რაღაცებზე საუბარი არის სრულიად უადგილო და მხოლოდ ასეთმა ე.წ ექსპერტებმა შეიძლება განავითარონ ასეთი აზრები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ: