ავტორი:

ლატვიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს

ლატვიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში გადადგება.

"ხუთშაბათს პრეზიდენტს ჩემი და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ განცხადებას წარვუდგენ“, - განაცხადა პრემიერმა პრესკონფერენციაზე.

კრიშიანის კარინშის ინფორმაციით, მისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია "ახალი ერთობა" პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატურის არჩევას ოთხშაბათს გეგმავს. მომავალ პრემიერ-მინისტრს მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა უნდა მიანიჭოს.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ პარასკევს კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ ახალ მთავრობას შექმნიდა და მის სათავეში დარჩებოდა.