ავტორი:

"შოიგუ ვარ..." - როგორც აჯანჯღარა რუსეთის თავდაცვის მომავალი მინისტრი ქართველმა ჟურნალისტმა წლების წინ

"შოიგუ ვარ..." - როგორც აჯანჯღარა რუსეთის თავდაცვის მომავალი მინისტრი ქართველმა ჟურნალისტმა წლების წინ
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ჟურნალისტის საქმიანობაში ბევრი საინტერესო შეხვედრა ხდება, რომლებსაც წლების შემდეგ იხსენებ და ოცდები...

ასე მოხდა, ჩემი, სამხედრო ჟურნალისტის კარიერის დაწყებისას, 1992 წლის ივლისის ბოლოს, როდესაც ცხინვალის რეგიონში, ზემო ნიქოზთან განთავსებული რუსული საშვეულმფრენო პოლკის შტაბის შენობაში რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი შეგვიშვეს, რაც ორიოდე კვირით ადრე უბრალოდ წარმოუდგენლად მოჩანდა...

საქმე ის არის, რომ დაგომისის ხელშეკრულების თანახმად, ცხინვალის რეგიონში შეწყდა ცეცხლი და 1992 წლის 14 ივლისიდან იქ შევიდნენ სამხრივი სამშვიდობო ბატალიონები-რუსული, ქართული და ჩრდილო ოსური, მშვიდობის დასამყარებლად.

ორმხრივი სროლის შეწყვეტა, მართლაც რომ კარგია ამბავი იყო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, მაგრამ სამშვიდობო ძალებში ქართულის საპირწონედ ორი რუსული ბატალიონის(ჩრდილო ოსეთის ბატალიონიც ბუნებრივია, რუსულ ინტერესებს გაატარებდა) ოფიციალურად ჩაყენება სამაჩაბლოში, მომავალში კარგ არაფერს გვიქადდა, რაც კიდევაც მწარედ აგვისრულდა 16 წლის შემდეგ...

ამიტომაც რუსული საშვეულმფრენო პოლკის შტაბში, სადაც შერეული სამშვიდო ძალების სარდლობა იმყოფებოდა, მიწვეულ ქართველ ჟურნალისტებს ბევრი საჭირბოროტო კითხვა გვქონდა მომზადებული...

სხვათა შორის, სწორედ ამ შტაბის ნახევრად დანგრეული შენობის ფოტო-ვიდეო მასალას იშველიებდა რუსული მხარე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ დაესხნენ თავს ქართული ტანკები რუსული "სამშვიდობო ძალების“ ბაზას, თუმცა იმაზე დუმდნენ, რომ სწორედ ამ შენობის სახურავიდან აკორექტირებდნენ ოსი სეპარატისტები ნაღმსატყორცნების ცეცხლს ზემო ნიქოზის მიმართულებით და სწორედ ამ ტერიტორიიდან გაუხსნეს პირველებმა ცეცხლი ზემო ნიქოზიდან ცხინვალისკენ დაშვებულ ქართულ ჯავშანკოლონას, რომლის მებრძოლებიც სპეციალურად იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ რუსი "ცისფერჩაფხუტიანების“ ამ ბაზისკენ პირველებს არავითარ შემთხვევაში არ გაესროლათ...

თუმცა დავუბრუნდეთ, 1992 წლის ივლისის ერთ ცხელ დღეს, როდესაც რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი შეგვიყვანეს ამ შენობაში და სახელდახელო პრესკონფერენციით ეცადნენ ჩვენ დარწმუნებას, თუ რა კარგი იყო შერეული სამშვიდობო ძალების ჩადგომა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში... გააგრძელეთ კითხვა