11 წლის გოგონა, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გოგონას ახლობელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"იპოვეს! კეთილი ხალხი, ხილიც მიუციათ. ვაიმე, მადლობა ყველას" - წერს ის სოციალურ ქსელში.
აუტისტი გოგონა რამდენიმე საათის წინ სახლიდან გავიდა. სამართალდამცავებმა მისი მოძებნა დროულად მოახერხეს.