ავტორი:

"რუსულ ავიაკომპანიებს რეისების მასობრივად გადადება უწევთ, რადგან ხარისხიანი მომსახურებისა და  სათადარიგო ნაწილების შეძენის საშუალება არ აქვთ" - მედია

"რუსულ ავიაკომპანიებს რეისების მასობრივად გადადება უწევთ, რადგან ხარისხიანი მომსახურებისა და  სათადარიგო ნაწილების შეძენის საშუალება არ აქვთ" - მედია

The Moscow Times-ის ინფორმაციით, აეროპორტებში რუსული ავიაკომპანიები მასობრივად აგვიანებენ, რადგან რუსულ თვითმფრინავებს ხარისხიანი მომსახურებისა და საჭირო სათადარიგო ნაწილების შეძენის საშუალება არ აქვთ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსულმა ავიაკომპანიამ Red Wings-მა დამატებითი თვითმფრინავი კი გამოითხოვა, რომ ანტალიიდან მგზავრები წამოეყვანა, რადგან გაფრენას 410-მდე ადამიანი ელოდებოდა. ამის მიზეზი კი მის საკუთრებაში არსებული ორი Boeing-777-ის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.

შეგახსენებთ, რომ ეს რუსული ავიაკომპანიების რეისის პირველი გადადება არ არის, მანამდე 100-მდე ადამიანი 11 საათის განმავლობაში ეკატერინბურგიდან ყაზახეთში გაფრენას ელოდებოდა.