ავტორი:

ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტში ავიარეისები გაუქმდა

ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტში ავიარეისები გაუქმდა

ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო სიცილიის ქალაქ კატანიაში ავიარეისები გაუქმდა. მედიის ინფორმაციით, 3 330 მეტრი სიმაღლის ვულკანი კვირას ღამით ამოქმედდა და ლავისა და ვულკანური ფერფლის ამოფრქვევა დაიწყო.

კატანიის მერმა ენრიკო ტრაანტინომ ქალაქში მოტოციკლებითა და ველოსიპედებით გადაადგილება 2 დღით აკრძალა, რადგან ბევრი ქუჩა ფერფლითაა დაფარული.

ამასთან, ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებენ არაუმეტეს 30 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაონ, რადგან ფერფლით დაფარულ გზებზე მოძრაობა სახიფათოა და გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. ეტნა ყველაზე მაღალი აქტიური ვულკანია ევროპაში. ვულკანის დიდი ამოფრქვევა ბოლოს 1992 წელს მოხდა.