ავტორი:

"რატომ არ წამიყენეს ბრალი 2.5 წლის წინ? - იმიტომ, რომ ამის გაკეთება ჩემი პოლიტიკური კამპანიის პერიოდში სურდათ. კუდიანებზე ნადირობა!" - დონალდ ტრამპი

"რატომ არ წამიყენეს ბრალი 2.5 წლის წინ? - იმიტომ, რომ ამის გაკეთება ჩემი პოლიტიკური კამპანიის პერიოდში სურდათ. კუდიანებზე ნადირობა!" - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში წერს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები "კუდიანებზე ნადირობაა“.

"რაც შეიძლება ითქვას იმ საბრალდებო დოკუმენტებზე, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა. გაყალბებულია!“- აცხადებს ტრამპი.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.

"რატომ არ წამიყენეს ბრალი 2.5 წლის წინ? იმიტომ, რომ მათ ამის გაკეთება ჩემი პოლიტიკური კამპანიის პერიოდში სურდათ. კუდიანებზე ნადირობა!“ - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ 18 პირს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის გამო ბრალი წაუყენა.