ავტორი:

მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერება აიტანა და მალე თვითმფრინავს ააფეთქებდა - რა მოხდა სიდნეი - კუალა-ლუმპურის რეისზე?

მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერება აიტანა და მალე თვითმფრინავს ააფეთქებდა - რა მოხდა სიდნეი - კუალა-ლუმპურის რეისზე?

ავსტრალიის პოლიციამ კანბერას მოქალაქე, 45 წლის მუჰამედ არიფი დააკავა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ თვითმფრინავის ბორტზე, რომელზეც იმყოფებოდა, ასაფეთქებელი ნივთიერება აიტანა და საცაა ააფეთქებდა.

თვითმფრინავი, რომელშიც 199 მგზავრი და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, სიდნეიდან მალაიზიაში, კერძოდ, კუალა-ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა. თვითმხილველების თქმით, ფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ, არიფმა ხმამაღალი ლოცვა და ყვირილი დაიწყო. პილოტი იძულებული გახდა ისევ სიდნეიში დაბრუნებულიყო. მუჰამედ არიფი აეროპორტში დააკავეს, თუმცა თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.

ადვოკატის განცხადებით, არიფს "სერიოზული ფსიქიკური პრობლემები“ აქვს.

მას ბრალი წაუყენეს თვითმფრინავის დაზიანების საფრთხის შესახებ ცრუ განცხადების გავრცელებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.