ავტორი:

"კასეტური საბრძოლო მასალა ჩვენს შეიარაღებაშიც შედის, მაგრამ თავს ვიკავებდით ამის გამოყენებისგან - ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს" - შოიგუ

"კასეტური საბრძოლო მასალა ჩვენს შეიარაღებაშიც შედის, მაგრამ თავს ვიკავებდით ამის გამოყენებისგან - ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს" - შოიგუ

მოსკოვში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება. კონფერენციის მუშაობაში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ მონაწილეობს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე "სამხედრო ოპერაციამ“ სამხედრო სფეროში დასავლეთის დომინირება დაასრულა.

"სამხედრო სფეროში კოლექტიური დასავლეთის დომინირება დავასრულეთ. ცვლილებებმა აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნების როლი გაზარდეს, მათ შორის ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში ამ სახელმწიფოების სუვერენული განვითარებისთვის“, - განაცხადა შოიგუმ.

მისივე განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა გადახედოს თავისი გადაწყვეტილება კასეტური საბრძოლო მასალის არგამოყენების შესახებ.

"მინდა შევახსენო ყველას, რომ კასეტური საბრძოლო მასალა ჩვენს შეიარაღებაშიც შედის. დღემდე, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ჩვენ თავს ვიკავებდით ამის გამოყენებისგან, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს“, - განაცხადა შოიგუმ.