ავტორი:

მასშტაბური ავარია სომხეთში - დაღუპულია 11 ადამიანი

მასშტაბური ავარია სომხეთში - დაღუპულია 11 ადამიანი

სომხეთში ავარია მოხდა, რომლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა გიუმრი-ლაჯიკის გზაზე მოხდა, სადაც ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა.

"დაღუპულია 10 მგზავრი და მიკროავტობუსის მძღოლი. კიდევ ხუთი მგზავრი ძალიან მძიმე ან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიკროავტობუსი სომხეთში თურქეთიდან ბრუნდებოდა.