ავტორი:

საფრანგეთის სამხრეთის პროვინციებში ტყის ხანძარს ებრძვიან

საფრანგეთის სამხრეთის პროვინციებში ტყის ხანძარს ებრძვიან

საფრანგეთის სამხრეთის პროვინციებში ტყის ხანძარი მძვინვარებს, რომელმაც უკვე საკურორტო ზონის 500 ჰექტარი გაანადგურა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, აალება ესპანეთთან მოსაზღვრე აღმოსავლეთი პირენეების დეპარტამენტის ტერიტორიაზე მოხდა, ხანძარმა ერთ-ერთი კემპინგი გაანადგურა, მაგრამ დეპარტამენტში მდებარე ბევრი სახლის გადარჩენა მაინც მოხერხდა.

"ხანძრის გამო 3000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი ადგილობრივები და ტურისტები არიან. ერთი მეხანძრე სერიოზულად არის დაშავებული", - განაცხადა მან.

ხანძარმა ადგილობრივ საავტომობილო გზებზე შეფერხებები გამოიწვია, ასევე შეჩერებული იყო მოძრაობა პერპინიან-სერბერის სარკინიგზო მაგისტრალზე.