ავტორი:

"რუსეთის ფედერაცია კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციას ამზადებს" - მედია

"რუსეთის ფედერაცია კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციას ამზადებს" - მედია

რუსეთის ფედერაცია კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციას ამზადებს.

რუსული ოპოზიციური მედიის ("ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი“) ცნობით, კურსკის ოლქში შესაძლო რადიოაქტიური დაბინძურების ზონიდან, რომელიც ადგილობრივ ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, ევაკუაციის მომზადება მიმდინარეობს და ამისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას სატრანსპორტო რეესტრის შექმნა დაევალა.

"საერთო ჯამში, 21-დან 57-მდე ათასი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება, იმის გათვალისწინებით, რომ ოლქის მოსახლეობა 1 მილიონზე მეტ, ხოლო კურსკის - 435 ათას შეადგენს, ანუ ლაპარაკია მოსახლეობის 5%-ზე, რაც სიაში მოხვედრილების განსაკუთრებულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ჩვენი აზრით, დაგეგმილი ზომები თვითონ რუსეთის ხელისუფლებას სჭირდება იმისთვის, რომ გადაიტანოს მსოფლიოს ყურადღება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციური მედია ახლად შექმნილი სატრანსპორტო რეესტრიდან ამონაწერსაც აქვეყნებს.