დღეს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში, 3 აგვისტოს შოვის სტიქიის შედეგად, გარდაცვლილი ფოლკლორული ანსამბლის ,,ბუბა” სოლისტი გენადი სულთანიშვილი და სოფელ გლოლის მკვიდრი სოფო ბაკურაძე დაკრძალეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სამოქალაქო პანაშვიდზე და გარდაცვლილი მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ცნობისთვის, სტიქიის მომენტში გენადი სულთანიშვილი კოტეჯების სიახლოვეს იმყოფებოდა, რაც შეეხება სოფო ბაკურაძეს, ის კოტეჯებში დამლაგებლად მუშაობდა და მეწყრის ჩამოწოლის დროს ის სწორედ იქ იმყოფებოდა. სოფო მარტოხელა დედა იყო, მას მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ამ დროისთვის სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი და 8 პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები.





