ავტორი:

“ლილო მოლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კოტე კაპანაძე გარდაიცვალა

“ლილო მოლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კოტე კაპანაძე გარდაიცვალა

სავაჭრო ცენტრი “ლილო მოლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კოტე კაპანაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია კომპანიის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"სავაჭრო ცენტრი “ლილო მოლი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ბატონ კონსტანტინე (კოტე ) კაპანაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ბატონი კოტე ნამდვილად გამორჩეული ადამიანი და პროფესიონალი იყო. მისი ღვაწლი კომპანიის განვითარებაში განუზომელია.“ ლილო მოლის” დამფუძნებლები და თითოეული თანამშრომელი უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს ბატონი კოტეს გარდაცვალებას" - ნათქვამია ინფორმაციაში.