ავტორი:

"აღიკვეთა კიევის მცდელობა, კალუგის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა" - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

"აღიკვეთა კიევის მცდელობა, კალუგის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა" - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის კალუგის ოლქის თავზე სამი უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დღეს, მოსკოვის დროით დაახლოებით 05:00 საათზე, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა კალუგის ოლქზე სამი უპილოტო საფრენი აპარატით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატი დროულად აღმოაჩინეს და გაანადგურეს", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, "თავდასხმის მცდელობას" ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.