ავტორი:

ჩრდილოეთ კორეა დაკავებული ამერიკელი ჯარისკაცის თაობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა ამ დრომდე უცნობია სად და რა მდგომარეობაში ჰყავთ ტრევის კინგი

ჩრდილოეთ კორეა დაკავებული ამერიკელი ჯარისკაცის თაობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა ამ დრომდე უცნობია სად და რა მდგომარეობაში ჰყავთ ტრევის კინგი

ჩრდილოეთ კორეა დაკავებულია ამერიკელი ჯარისკაცის შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს ამტკიცებს, რომ ტრევის კინგს ჩრდილოეთ კორეაში თავშესაფრის მიღება სურდა, რადგან ჯარში თურმე "არაადამიანურ მოპყრობასა და რასობრივ დისკრიმინაციას“ განიცდიდა.

"გამოძიების დროს ტრევის კინგმა აღიარა, რომ ჩრდილოეთ კორეის საზღვრის გადაკვეთა ჯარში არაადამიანური მოპყრობისა და რასობრივი დისკრიმინაციის გამო გადაწყვიტა“, - იტყობინება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA.

უცნობია, სად და რა მდგომარეობაში ჰყავთ დაკავებული ამერიკელი ჯარისკაცი.

რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებებთან დაკავშირებით აშშ-ის კომენტარი არ გაუკეთებია. ჩრდილოეთ კორეის გაცახდებების საპასუხოდ, პენტაგონის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი რიგითი კინგის სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებაა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ტრევის კინგი ჩრდილოეთ კორეის საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთისთვის დააკავეს. მამაკაცი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო სოფელში მდებარე ერთობლივი უსაფრთხოების ზონაში ტურზე იმყოფებოდა. ესაა ადგილი, რომელსაც ორივე მხარის შეიარაღებული ჯარისკაცები აკონტროლებენ. იგი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

აშშ-ის არმიის სპიკერი ბრაის დიუბის თქმით, ჩრდილოეთ კორეაში აღმოჩენამდე, ტრევის კინგი დისციპლინური მიზეზების გამო სამხრეთ კორეის ციხეში ორთვიან სასჯელს იხდიდა - სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap - ის ინფორმაციით კი, იგი კორეის მოქალაქეზე ფიზიკურ ძალადობაში იყო ეჭვმიტანილი.