თავბრუდამხვევად წარმატებული სეზონის შემდეგ ქართველი მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მალე "ნაპოლიში" მეორე სეზონს ახალ მწვრთნელსა და გადახალისებულ შემადგენლობასთან ერთად დაიწყებს. შარშან კლუბის და იტალიური ჩემპიონატის დებიუტანტმა მართლაც სასწაულად ითამაშა და სერია ა -ს ჩემპიონობასთან ერთად, ლიგის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. ხვიჩა ასევე ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. საინტერესოა, რომ სეზონში პირველ ოფიციალურ შეხვედრას "ნაპოლი“ 19 აგვისტოს, სტუმრად გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან“ გამართავს.
ვიდრე "კვარა" ახალ-ახალ სიხარულს გვაჩუქებს, გთავაზობთ ამ რამდენიმე თვის წინ goal.com -ზე გამოქვეყნებულ სტატიას ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელშიც მის შესახებ საინტერესო ფაქტებზეა ლაპარაკი.

"ნაპოლიში“ კვარაცხელიამ მალევე დაიმსახურა ეს ზედმეტსახელი. სასურველი სტარტის შემდეგ მოფერებით მას "კვარადონა“ უწოდეს. სწორედ მისი სახელი, ვინც ამ ქალაქს ფეხბურთი ცხოვრების წესად უქცია. აქამდე არავინ ყოფილა უფრო ცნობილი და უფრო საყვარელი ფეხბურთელი, ვიდრე დიეგო მარადონა, რომელიც თითქმის ღვთაების მსგავსი ფიგურაა ნეაპოლში.
2020 წელს, მარადონას გარდაცვალების შემდეგ, სტადიონს მისი სახელი დაარქვეს, რადგან სწორედ მას ეკუთვნის "ნაპოლის" მოპოვებული სკუდეტოს ტიტულები 1986-87 და 1989-1990 წლებში. ასევე კლუბის ერთადერთი ევროპული წარმატება 1988-89 წლებში უეფას თასის სახით.
კვარაცხელიამ კი ეს მეტსახელი გაამართლა და არგენტინელი ლეგენდის აყვავების დროიდან, გუნდს პირველი ლიგის ტიტული მოაპოვებინა.

"მეტსახელი, ცხადია, მომწონს, მარადონასთან ახლოს ვერ მივალ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ კლუბის დიდი მოთამაშე გავხდე“, - განაცხადა კვარაცხელიამ ინტერვიუში.
ბევრმა არ იცის, რომ ქართველებმა "კვარადონა“ მას ჯერ კიდევ მანამდე შეარქვეს, ვიდრე იტალიურ გუნდში პირველად გავიდოდა. შედეგად, კვარაცხელიამ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ინიციაციის დროს, Opus-ის ცნობილი სიმღერა "Live is Life" შეასრულა.
ეს სიმღერა თავისთავად პოპულარული იყო იმ დროს, მაგრამ უფრო ცნობილი გახდა, როდესაც მარადონამ მასზე 1989 წელს მოედანზე, "ნაპოლისა“ და მიუნხენის "ბაიერნს“ შორის უეფას თასის ნახევარფინალური მატჩის წინ იცეკვა.
მისმა შოუმ დიდი გავლენა მოახდინა "ნაპოლის“ მხარდამჭერებზე და დანარჩენ იტალიაზე. სიმღერა მას შემდეგ არაერთხელ გამოიყენეს სტადიონზე, როგორც დიდი პატივისცემა არგენტინისადმი...
ხვიჩა ორ ძმასთან ერთად იზრდებოდა. მისი პირველი მწვრთნელი მამამისი ბადრი კვარაცხელია იყო, რომელიც ასევე ყოფილი ფეხბურთელია.
ფეხბურთისადმი სიყვარული ადრეული ასაკიდანვე ცხადი იყო და მშობლებმა მას თავისი მისწრაფებების განხორციელებისკენ უბიძგეს.
ტექნიკური და შემოქმედებითი ნიჭის, მცველების დრიბლინგის უნარითა და თავდაჯერებულობით, კვარაცხელიას გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა "ქართველ მესი" შეარქვეს.
მაგრამ ხვიჩამ, რომელიც კრიშტიანუ რონალდოს თაყვანისმცემელია, "ნაპოლიში“ გადასვლისას 7-ნომრიანი მაისურის ტარება მოისურვა, მაგრამ რადგან ის ელიფ ელმასს ჰქონდა დაკავებული, საბოლოოდ 77-ს დასჯერდა...

"სცადეთ 5-ჯერ თქვათ ეს სახელი ხმამაღლა და ნახავთ, რომ ყოველ ჯერზე განსხვავებულად გამოთქვამთ“, - ხუმრობდნენ იტალიელები.
მისი სახელის სწორად წარმოთქმისთვის ბრძოლის შედეგად ბევრმა გულშემატკივარმა აირჩია მისთვის "კვარა" ან "კვარადონა“ ეწოდებინა, რათა ასე ყველაფერი მარტივი ყოფილიყო.

🇬🇪 Find out how to pronounce Khvicha Kvaratskhelia's name properly!

Watch now on #UEFAtv 📺
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) April 18, 2023

და-ძმებთან ერთად, კვარაცხელია ბავშვობაში მხარს უჭერდა მადრიდელებს და ღიად აცხადებდა მომავალში ლოს ბლანკოსში თამაშის სურვილს.
"ჩემი ყველაზე დიდი ოცნება მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა", - განაცხადა მან Marca-თან.
"ბავშვობიდან მადრიდის "რეალის" ფანი ვარ. ჩემს ძმებთან ერთად ყოველთვის ვუყურებდით მათ თამაშებს", - იხსენებს ფეხბურთელი.
Corriere dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ გაამხილა, რომ რონალდუმდე მისი კერპი გუტი ერნანდესი იყო. მისი თქმით, სამშობლოში თამაშისას გუტის სახელს და მაისურის ნომერს იწერდა ზურგზე.
მართლაც, გუტი იყო მადრიდის საკულტო გმირი და ერთ-ერთი გამორჩეული ჯადოქარი ფეხბურთის მოედანზე თავის დროზე.
"იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს ის შეძლებს "რეალში“ მოსვლას. არ ვიცოდი, რომ მისი კერპი ვიყავი და თუ ეს მას დაეხმარა, რომ დამენახა ჩემი ასეთი თამაში, ღირდა“, - განაცხადა გუტიმ ერთ-ერთ გადაცემაში.

Khvicha Kvaratskhelia reveals that his childhood idol was… Guti ✨🧞♂️@Geo__team 🎥⤵️pic.twitter.com/YRwUSpFY5K
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) March 3, 2023

ხვიჩას ყოველთვის აღწერდნენ, როგორც მორცხვ, მოწესრიგებულ ბიჭს მოედნის მიღმა.
ის ხშირად გაურბის ინტერვიუებს, რადგან შიშობს, რომ მის ნათქვამს არასწორ ინტერპრეტაციებს მისცემენ.
"მას შეუძლია ნებისმიერი ბურთის კონტროლი და მისი სისუფთავე, მას აქვს საქმის კეთების ძალიან თავისებური გზა, არასოდეს სურს იყოს ყურადღების ცენტრში, მაგრამ როდესაც თამაშობს ფეხბურთს, ზედმეტად თავდაჯერებულია", - ამბობს "ნაპოლის" უკვე ყოფილი მწვრთნელი სპალეტი "კვარას" შესახებ.

ფეხბურთის გარდა, კვარაცხელიას უყვარს ჩოგბურთის, კალათბურთისა და ვიდეო თამაშების თამაში. ასევე მისი ჰობია ლაშქრობა. ის NBA-ის "გოლდენ სტეიტ უორიორსის“ და ამერიკელი კალათბურთელის, სტეფ კარის დიდი გულშემატკივარია. ხშირად დადის შეყვარებულთან ერთად კალათბურთის თამაშების საყურებლად.
უყვარს სიმარტივე და მინიმალიზმი და არც ისე დაინტერესებულია ისეთი ფუფუნებით, როგორიც არის მბზინავი მანქანები. აღსანიშნავია, რომ მას ამ დროისთვის არ აქვს რაიმე გარიგება ბრენდთან. რაც შეეხება საჭმელს, როგორც აღმოჩნდა მისი სისუსტეა იტალიური პიცა, რომლის ცდუნებასაც ვერასოდეს უძლებს.