ავტორი:

"რუსმა ჟურნალისტმა თბილისში თავი ცუდად იგრძნო, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის მოწამლეს" - The Insider

"რუსმა ჟურნალისტმა თბილისში თავი ცუდად იგრძნო, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის მოწამლეს" - The Insider

გამოცემა The Insider-ის ცნობით, რუსეთიდან წასულ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს მოწამვლის ახალი ტალღა შეეხო. ოქტომბერში მიუნხენში "ნოვაია გაზეტას“ და "მედუზას“ ჟურნალისტი ელენა კოსტიუჩენკო მოწამლეს.

"ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი კი აღნიშნავს, რომ მსგავსი სიმპტომები მასაც აწუხებდა. გაზაფხულზე კი ნეიროტოქსიკური ნივთიერებით ფონდ "თავისუფალი რუსეთის“ ხელმძღვანელი ნატალია არნო მოწამლეს.

უცხოური გამოცემის ცნობით, "ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი მოსკოვიდან თბილისში ოქტომბერში ჩამოვიდა და ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა. 25 ოქტომბერს, საღამოს, ჟურნალისტმა თავი შეუძლოდ იგრძნო, შემდეგ დილით კი სისუსტეს და თავბრუსხვევას გრძნობდა. 26 ოქტომბრის საღამოს კი ხელისა და ფეხისგულებზე მწვავე წვა დაეწყო. უცნაური სიმპტომების მიუხედავად, ჟურნალისტმა არ თქვა უარი ერევანში ვიზიტზე, სადაც 27 ოქტომბერს ღამით მანქანით გაემგზავრა. მანქანაში ცუდად გახდა, გონება დაებინდა და კონცენტრირება აღარ შეეძლო.

"წევხარ, თუმცა დაღლილობის გრძნობა არ გადის, თითქოს უბრალოდ, ვერ ისვენებ. შეგრძნება მქონდა, თითქოს სხეული აღარ მეკუთვნოდა, თითქოს ბამბის გახდა, ძალიან შემეშინდა“, - ამბობს ბაბლოიანი.

ერევანში ჩასულმა, სასტუმროს მისაღებში ტემპერატურის გასაზომად თერმომეტრი მოითხოვა, თუმცა სასტუმროში თერმომეტრი არ აღმოაჩნდათ და თავის ნომერში დაბრუნდა, სადაც დაძინებაც ვერ მოახერხა. მუცელი ისე ძლიერად ასტკივდა, როგორც მოწამლულ ჟურნალისტ კოსტიუჩენკოს, თუმცა ტკივილი არა მუცელში, არამედ უფრო ზემოთ იგრძნობოდა, გაუჩნდა გულისრევის შეგრძნებაც. ჟურნალისტს პირში მეტალის გემო ჰქონდა. ირინა ბაბლოიანს ელენა კოსტიუჩენკოს მსგავსი სინდრომები აწუხებდა, თუმცა განსხვავებაც იყო. ირინას კანი უეცრად უწითლდებოდა, შემდეგ კი ისევ უმშვიდდებოდა. უძილობამ, სისუსტემ და ტკივილმა 2 დღეში გაიარა, თუმცა კანზე პერიდული სიწითლეები ჟურნალისტს ახლაც აწუხებს. გააგრძელეთ კითხვა