ავტორი:

ჩეჩნეთის პრეზიდენტის 15 წლის ვაჟი, ადამ კადიროვი ყურანის დაწვისთვის ბრალდებული, სტუდენტის იზოლატორში ცემაშია ეჭვმიტანილი

ჩეჩნეთის პრეზიდენტის 15 წლის ვაჟი, ადამ კადიროვი ყურანის დაწვისთვის ბრალდებული, სტუდენტის იზოლატორში ცემაშია ეჭვმიტანილი

ყურანის დაწვისთვის ბრალდებული აცხადებს, რომ იზოლატორში რამზან კადიროვის შვილმა სცემა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შვილმა, ადამ კადიროვმა ყურანის დაწვისთვის ბრალდებული იზოლატორში სცემა. ინფორმაციას რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა ადასტურებს.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ადამიანთა უფლებების დაცვის რწმუნებულის, მანსურ სოლთაევის განცხადებით, მან პირადად მოინახულა ყურანის დაწვაში ბრალდებული, ნიკიტა ჟურაველი, რომელმაც პირადი საუბრის დროს ცემის ფაქტი დაადასტურა.

ბრალდებულის განცხადებით, მას ჯერ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი შეხვდა, რომელმაც ისლამში გადასვლა შესთავაზა, მისი წასვლის შემდეგ კი, იზოლატორში მისი შვილი - 15 წლის ადამი შევიდა და სასტიკად გაუსწორდა.

შეგახსენებთ, რომ ვოლგოგრადში დაკავების შემდეგ, ნიკიტა ჟურაველი ჩეჩნეთის რესპუბლიკის იზოლატორში გადაიყვანეს. რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო კავშირების, ბეჭდვის და ინფორმაციის მინისტრის, ახმედ დუდაევის განცხადებით, სასამართლო ჩეჩნეთში შედგება, სასჯელსაც ნიკიტა ჟურაველი რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოიხდის.