ავტორი:

"დღეს მამამისმა ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნო... მე სასწაულების მჯეროდა" - შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის სალომე ხეთაგურის ცხედარი იპოვეს

"დღეს მამამისმა ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნო... მე სასწაულების მჯეროდა" - შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის სალომე ხეთაგურის ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის სალომე ხეთაგურის ცხედარი ამოიცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ნათესავი და უახლოესი მეგობრები ავრცელებენ.

"გუშინ ნაპოვნი გოგონა ჩვენი სალომე ხეთაგური აღმოჩნდა. დღეს მამამისმა ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნო. მადლობას ვუხდი ყველა მაშველსა და მოხალისეს. აღარ ვიცი მეტი რა დავწერო, სიტყვებს ვერ ვპოულობ გვანცა ბუბაშვილს ისევ ვეძებთ." - წერს დეა ძამაშვილი.

ინფორმაციას ადასტრებს სალომეს უახლოესი მეგობარი ნაოჭაშვილი ანი:

"მე სასწულების მჯეროდა... შევხვდებით იმიერში, სალომე."

სალომე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

ცნობისთვის, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.