ავტორი:

ტრაგედია გურჯაანში - ავარიას ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ემსხვერპლნენ

ტრაგედია გურჯაანში - ავარიას ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ემსხვერპლნენ
  • ფოტოზე: ზურაბ ჭამიაშვილი, მისი მეუღლე ნათია გოლუბიანი და მათი ვაჟი, გაბრიელი

გურჯაანში სოფელ ახაშენში ავარიას ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქი მანქანით მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრაქტორს დაეჯახა და ამობრუნდა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპნენ, მეორე მოზარდი კი საავადმყოფოშია მოთავსებული. გარდაცვლილები არიან ზურაბ ჭამიაშვილი, მისი მეუღლე ნათია გოლუბიანი და მათი ვაჟი, გაბრიელი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.